ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ენტონი ბლინკენი ბრიუსელში ჩავა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრიუსელში გაემგზავრება, რათა ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომას დაესწროს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

“სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 2023 წლის 27-29 ნოემბერს გაემგზავრება ბრიუსელში, ბელგიაში, რათა დაესწროს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, მათ შორის ნატო-უკრაინის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების პირველ შეხვედრას“ – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....