მომღერალი ქეთა თოფურია ფორმაში ყოფნის საიდუმლოს ამხელს. როგორც ქეთა ამბობს, ვარჯიში დიდად არ უყვარს და ფორმის შენარჩუნებაში წყლის სწორი რაოდენობით მიღება ეხმარება:
ქეთა თოფურია: „დღეში ორი ლიტრი წყალი მიიღეთ. მთავარია უცბად არ დალიოთ ეს წყალი, დღის განმავლობაში, ნელ-ნელა სვით. ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ვისაც წყლის სმა არ უყვარს, მეც არ მიყვარდა, მაგრამ სამი დღის განმავლობაში თუ თავს დააძალებთ, შემდეგ შეგიყვარდებათ. სპორტის მოყვარული მეც არ ვარ, მაგრამ ამ ყველაფერს ვარჯიშსაც თუ დამატებთ, ან უბრალოდ ფეხით სიარულს, უფრო კარგი შედეგი იქნება”.