ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„რუსულ კომპანიებს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა აეკრძალოთ“ – “ლელოს” ინიციატივა

„ლელო საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით, რომ რუსულ კომპანიებს და ისეთ კომპანიებს, რომელთა დამფუძნებლების უმეტესობა რუსია, აეკრძალოთ საქართველოს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის მიღება.

„იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ოცნება შემჩნეულია მჭიდრო კავშირებში რუსულ ბიზნესთან, შემოგვაქვს ინიციატივა, რომ იმისათვის, რომ საქართველო არ იყოს აღქმული, როგორც სანქციებისათვის გვერდის ამვლელი ქვეყანა, საქართველო არ იყოს აღქმული, როგორც ფულის კეთების ადგილი რუსებისთვის, ჩვენ შემოვდივართ ინიციატივით, რომ რუსულ კომპანიებს და იმ კომპანიებს, რომელთა დამფუძნებლების უმრავლესობა რუსები არიან, აეკრძალოთ საქართველოს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის მიღება. საქართველოს გადასახადის გადამხდელების ფული არ უნდა მიდიოდეს რუსულ ჯიბეში, საქართველოს გადასახადის გადამხდელთა ფული უნდა რჩებოდეს ქართულ ბიზნესში, საქართველოში და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ემსახურებოდეს ომის ფინანსირებას რუსეთში და ათას სხვა ბოროტებას, რომელსაც პუტინის რეჟიმი ახორციელებს“, – განაცხადა დათუნაშვილმა.

იტვირთბა....