ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვარდების რევოლუციის” გამარჯვება იქნება გამთლიანებული საქართველო, ნატოს წევრი, ევროკავშირთან დაახლოებული – ბოკერია

„ვარდების რევოლუცია – ეს თარიღი არის დასაწყისი ამ ტრანსფორმაციის, მე ვიტყოდი, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, უახლესი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავია, მაგრამ ეს არის დასაწყისი და ეს პროცესი ჯერ დასრულებული ნამდვილად არ არის,“ – ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ დამფუძნებელმა გიგა ბოკერიამ „რეაქციაში“ გააკეთა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი ვარდების რევოლუციის პერიოდს იხსენებს და საუბრობს იმ გამოწვევებზე, რაც ვარდების რევოლუციის დროს იყო და რის წინაშეც ახლა დგას ქვეყანა.

მაშინ ვერც ჩვენ, ვინც ის გუნდი ვიყავით, ეს მოლოდინები ვერ შევასრულეთ, მიუხედავად მკაფიო წარმატებებისა, იყო აშკარა მძიმე ჩავარდნები, მაგრამ ამას თან მერე მოჰყვა რეაქციული ძალის მოსვლა ხელისუფლებში – ანუ ივანიშვილის რეჟიმი მიუხედავად იმისა, რომ ის დაეყრდნო ლეგიტიმურ წუხილებს ჩვენი მოქალაქეების ნაწილის, ანუ ხელისუფლების გამოცვლის ბუნებრივ და ნორმალურ სურვილს, თავის შინაარსით იყო რეაქციული ძალა.
კრიმინალის და ორგანიზებული დანაშაულის 2003-2004 წელთან შედარებით, ახლა ის მდგომარეობა არ არის, მაგრამ ეს არ არის უსასრულო ამბავი, ეროზია დაწყებულია და თუ ეს დროზე არ შემოტრიალდა, არ არსებობს ნებისმიერი წარმატება, რომელიც არ გაქრება თუ დროზე არ მოხდა შეჩერება უკუსვლის.
ხოლო იქ, სადაც ჩვენ ჩავარდნა გვქონდა – სასამართლოს ტრანსფორმაციის საკითხში, ამ სფეროში ხომ მივიღეთ კატასტროფული შედეგი. იქ, სადაც წარმატება იყო, იქ ეროზია ხდება და იქ, სადაც წარუმატებლობა იყო, იქ გააასმაგეს ამ წარუმატებლობით მოტანილი ზარალი.
საგარეო ამბავში, ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ მაშინ უკეთესი ვითარება იყო… ჩვენ გავუძელით იმ პერიოდს, როდესაც საერთაშორისო კონიუნქტურა ტრიალდებოდა უარესობისკენ, პუტინის გაძლიერება, ყველგან რეაქცია თავისუფლების, დემოკრატიის და რესპუბლიკის გაფართოებაზე და ჩვენ ვარდების რევოლუციამ, ქართულმა საზოგადოებამ ჩვენს ქვეყანას მისცა შანსი, რომ ამ პერიოდს გავუძელით ბევრი დანაკარგით და ბევრი ამბით და მერე მოხდა დემოკრატიული გზით შეცვლა ხელისუფლების, არჩევნებით. ოღონდ ახლა, როცა ჩნდება შანსი დიდ რისკებთან ერთად, მაგრამ მოტრიალების შანსი არის, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს გაფართოება თავისუფალი სივრცის – ახლა ჩვენ გვჭირდება საზოგადოებაში კონსოლიდაცია და პოლიტიკური ხელისუფლება საზოგადოების მხარდაჭერრით მოსული, რომელიც ამ შანსს გამოიყენებს – კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს ისტორიის ფანჯარა ისე არ დაიხუროს, როგორც წინაზე 90-იანების ბოლოს, რომ ჩვენ ვერ გავაღწიოთ თავისუფლების სამშვიდობოს – ეგ არის ის გამოწვევა – ვარდების რევოლუციის წარმატება და გამარჯვება იქნება გამთლიანებული საქართველო, ნატოს წევრი, პირველ რიგში, ევროკავშირის წევრი თუ არა, დაახლოებული და ქვეყნის შიგნით თანამედროვე დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნილი, ეგ არის ვარდების რევოლუციის წარმატება და მაშინ ვიტყვი, რომ ეს გამარჯვებით დასრულდა, ჯერ ეს ასე არ არის, განსაკუთრებით ამ ხელისუფლების პირობებში პირიქით, დიდი საფრთხის წინაშე ვართ და თუ რამე შთაგონება უნდა გვქონდეს იმ პერიოდიდან, ეს შთაგონება უნდა იყოს საზოგადოების იმ ხარისხის კონსოლიდაცია, როდესაც არჩევნები მას მოპარეს, რომ მოხერხდა მშვიდობიანი რევოლუციით,“ – ამბობს ბოკერია.

იტვირთბა....