ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თავდასხმა დუბლინის ცენტრში – დაჭრილია 5 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი

თავდასხმა დუბლინის ცენტრში – ირლანდიის პოლიციის განცხადებით, მასშტაბური ინციდენტის შემდეგ, ხუთი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიის ცნობით, ინციდენტი დღეს, 13:40 საათზე, ქალაქის ჩრდილოეთით, პარლენლის მოედანზე მოხდა.

ირლანდიური მაუწყებელი RTÉ იტყობინება, რომ დაშავებულები ცივი იარაღით დაჭრეს. მათ შორისაა 1 კაცი, 1 ქალი და სამი მცირეწლოვანი ბავშვი. ერთ-ერთი ბავშვი და ქალი მძიმე დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს. დანარჩენებს კი მსუბუქ დაზიანებებზე მკურნალობენ.

ტერიტორია ამჟამად დაკეტილია. თავდასხმის ადგილის მახლობლად კი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. მომიტინგეებმა პოლიციის მანქანა დაწვეს, ოფიცრებს დაუპირისპირდნენ და ბოთლები ესროლეს.

მომხდარის მოტივი და მიზეზები, ასევე დამატებითი დეტალები უცნობია.

იტვირთბა....