ცოტა ხნის გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის ქალაქ ტულუზას აეროპორტიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. ევაკუაციის მიზეზი არ კონკრეტდება – ამის შესახებ ევროპული მედია წერს.
ანალოგიური ზომები მიიღეს შეერთებულ შტატებში დენვერის აეროპორტშიც, სადაც ხალხი ტერმინალებიდან საეჭვო პაკეტის გამო გაიყვანეს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპაში მყოფ თავის მოქალაქეებს მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებს.
ჯონ კერის უწყებაში აცხადებენ, რომ გარკვეული დაჯგუფებები კვლავ გეგმავენ თავდასხმებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ძირითადი სამიზნე საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სპორტული ღონისძიერბები და ტურისტული ზონებია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრიუსელის აეროპორტში ორი ბომბი 08:00 საათზე აფეთქდა. 11 ადამიანი დაიღუპა და 81 დაშავდა აეროპორტში – ამის შესახებ ბელგიური ჯანდაცვის წარმომადგენლები ოფიციალურად აცხადებენ. კიდევ ერთი ბომბი მაელბიკის მეტროსადგურთან, დაახლოებით 09:11 საათზე აფეთქდა, რომელიც ევროკავშირის შენობებთან ახლოს მდებარეობს. ბოლო მონაცემების თანახმად, ტერორისტული აქტის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 250 კი დაშავდა. სამივე აფეთქება შეფასებულია, როგორც „ტერორისტური აქტი“. ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში კალაშნიკოვის ავტომატიც იპოვეს, აღნიშნული იარაღი თავისი გამორჩეული დიზაინითაა ცნობილი, ის გამოყენებული იყო პარიზის თავდასხმების დროს.