ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ჩვენ ჯამი გვაქვს გასაზრდელი, რომ ივანიშვილის პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმი დავამარცხოთ“ – გიგა ბოკერია

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგა ბოკერია “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის პოსტს გამოეხმაურა.

ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „შუა უნდა შეიკრიბოს!“

„პროდასავლურ ძალებს, ყველას, სათითაოდ გვჭირდება გაძლიერება. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და ჩვენ ჯამი გვაქვს გასაზრდელი, იმისთვის, რომ ივანიშვილის პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმი დავამარცხოთ. ეს მოხდება მხოლოდ შინაარსზე ფოკუსირებით და მოქალაქეებთან პირდაპირი კონტაქტით, რასაც “ევროპული საქართველო” ვაკეთებთ და არა ივანიშვილის ფრაზების გადამღერებით და მუდმივად იმაზე სპეკულირებით, ვინ ვისთან გაერთიანდება“, – თქვა ბოკერიამ.

იტვირთბა....