ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მადლობელი ვარ” – პრეზიდენტი გინტურის შესახებ რეზოლუციის გამო ევროპარლამენტს მადლობას უხდის

ევროპარლამენტმა, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით, რეზოლუცია დაამტკიცა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.

„ევროპამ საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა.
მადლობელნი ვართ ევროპარლამენტის თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით მიღებული გადამწყვეტი რეზოლუციისთვის, რომელიც ხაზს უსვამს საერთაშორისო საზოგადოების როლს იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომელთა წინაშეც რუსეთის მუდმივი ოკუპაციის გამო საქართველოს მოქალაქეები დგანან“, – წერს ზურაბიშვილი.

იტვირთბა....