დღეს „ვარდების რევოლუციიდან“ 20 წელი გავიდა.
აღნიშნული მოვლენის წინაპირობებისა და მთავარი მონაპოვრის შესახებ „მეტრონომი“ ისტორიკოსს, ლიტერატურათმცოდნეს, გერმანისტს, ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელს, ლაშა ბაქრაძეს ესაუბრა.
[su_quote] უპირველესად, ქართულ საზოგადოებას უნდოდა, ეცხოვრა უკეთეს ქვეყანაში. ის ქვეყანა ითვლებოდა არშემდგარ ქვეყნად, სადაც გამეფებული იყო კორუფცია, პოლიციის თავგასულობა, არ არსებობდა უსაფრთხოების განცდა და ა.შ.
ქვეყანა, თითქოს, ვითარდებოდა, მაგრამ მისი ტემპი არ იყო საკმარისი, ამიტომ საზოგადოებაში შედგა კონსესუსი, რომ უნდა გვებრძოლა თავისუფალი, დემოკრატიული, დასავლური სახელწიფოს შექმნისათვის.
ამდენად, „ვარდების რევოლუციას“ საზოგადოება დიდი ენთუზიაზმითა და იმედებით შეხვდა. ამ მოვლენამ, ნაწილობრივ მაინც, გარკვეულწილად, შეასრულა საზოგადოების სურვილები.
ჩვენ დავინახეთ მთავარი, რომ შეგვიძლია გვქონდეს სახელმწიფო, სადაც არ არის კორუფცია, არსებობს წესრიგი; შეგვიძლია გვქონდეს ქვეყანა, რომელიც უფრო დემოკრატიული და თავისუფალია.
ჩემი აზრით, „ვარდების რევოლუციის“ მთავარი მონაპოვარი სწორედ ეს არის – იმედის გაჩენა, რომ თუ მოვინდომებთ, ჩვენ შეგვიძლია. [/su_quote]
– განაცხადა ლაშა ბაქრაძემ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.