ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რომ არა 8 მარტის გამოსვლები, ალბათ, არ მიიღებდნენ ამ გადაწყვეტილებას” – ზურაბიშვილი ახალგაზრდებს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებს განუცხადა:

“მე ვიტყოდი, რომ გადაწყვეტილებაში, რომელიც [ევრო]კომისიის მიერ იყო მიღებული, თქვენი დიდი წვლილია (არ მინდა ახლა დავიწყო ვის რა წილი ეკუთვნის ამ გადაწყვეტილებაში). რომ არა 8 მარტის გამოსვლები, რომ არა ევროპიდან საქართველოში დანახული ევროპული დროშები და რომ არა ეს დიდი თავისუფლების ტალღა, ალბათ, შეიძლება ცოტა დაფიქრდებოდნენ, არ მიიღებდნენ ამ გადაწყვეტილებას. ამიტომ დიდი მადლობა თქვენი წვლილისათვის. მაგრამ, ეს ამით არ მთავრდება, თქვენი წვლილი და თქვენი გასაკეთებელი კიდევ ძალიან ბევრია. მადლობა ყველას, რომ ხელი მოაწერეთ ამ პეტიციას, მაგრამ ეს პეტიცია არ არის ჩემი და არ არის ჩემთვის. ეს არის თქვენი პეტიცია და ერთი ხელმოწერა არაფერს არ წყვეტს. თქვენ ეს უნდა გააზიაროთ, მონახოთ ადამიანები, რომლებიც ასევე გააზიარებენ. აქ მე მგონი 35 ორგანიზაციაა მოსული, თქვენი ორგანიზაციები უნდა იყვნენ ჩართული ამაში, ეს მართლა უნდა გახდეს თქვენი პეტიცია ევროკავშირისადმი, ასევე, 6 უნივერსიტეტის და აქ, 7 რეგიონის წარმომადგენლები ხართ. ეს პროცესი ყველგან უნდა გაიშალოს, თუ გვინდა, რომ დავანახოთ, რომ ეს ნამდვილად სრულიად საქართველოს მიმართვაა და არა რაღაც, პრეზიდენტის ინიციატივა, როგორც ეს საწყის ეტაპზე იყო – ახლა ეს თქვენი ინიციატივაა, გადმოგეცით მე ეს თქვენ და თქვენ იცით, ამას როგორ გააცოცხლებთ და კიდევ გაზრდით და ბოლომდე მიიტანთ”,

იტვირთბა....