ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბოლო ორ წელში, საქართველოში, 25 333 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, მათგან 22 582-ის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია უცნობია” – კუპრაძე

ბოლო ორ წელში, საქართველოში, 25 333 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, მათგან 22 582-ის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია უცნობია – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

“25 333 რუსული სუბიექტიდან, რომელიც საქმიანობს და ოპერირებს საქართველოში, მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა, როცა სახელმწიფომ იცის მათი საქმიანობის პროფილი. 25 333 რუსული სუბიექტიდან 22 582 სუბიექტის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია უცნობია. საქართველოს სახელმწიფო „ქართული ოცნების“ პირობებში არ სწავლობს რუსული კომპანიების და ბიზნეს სუბიექტების საქმიანობას ამ ქვეყანაში. ეს ცალსახად ნიშნავს, რომ მათი საქმიანობა არ არის შემოწმებული შრომის ინსპექციის მიერ, საგადასახადო სამსახურების მიერ. ეს არის ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხე. ეს არის საფრთხე საქართველოს მოსახლეობისთვის, ეკონომიკისთვის.

ისინი არ იხდიან გადასახადებს, მათ არ აქვთ სამუშაო ნებართვები, ისინი ძარცვავენ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, საქართველოს ბიუჯეტს და ისინი უთანასწორო მდგომარეობაში გაყენებენ თქვენ – საქართველოს მოქალაქეებს“ – განაცხადა კუპრაძემ.

იტვირთბა....