ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„პარადოქსია, რომ გინტურის მხეცურად მოკვლის ფაქტზე მსჯელობა ევროპარლამენტში მიდის და საქართველოს ხელისუფლებაში არა“ – ხაზარაძე

„ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის საქმეს და ამასთა მიმართებით, საქართველოს მთავრობის პოზიციონირებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

„როგორი პარადოქსია, რომ ჩვენი თანამემამულის, თამაზ გინტურის ასე მხეცურად, ცინიკურად და სასტიკად მოკვლის ფაქტზე მსჯელობა მიდის ევროპარლამენტში და არანაირი მსჯელობა არ მიდის საქართველოს ხელისუფლებაში, პარლამენტში. ერთი მიზეზის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება არის რუსული, ისინი ემსახურებიან რუსულ ხელისუფლებას, პუტინს. იმ დროს, როდესაც ასეთი ტრაგედია მოხდა, “ქართული ოცნების” გორის მერი დაბადების დღეებზე და ქორწილებში ცეკვა-თამაშით არის გართული. ეს წარმოუდგენელი რამ არის“, – განაცხადა ხაზარაძემ.

იტვირთბა....