„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საარჩევნი ბარიერისა და ამასთან მიმართებით, მთავრობის ოპონენტების პოზიციის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.
„ზოგადად, თუ ერთპროცენტიანი, ორპროცენტიანი პარტიები იფიქრებენ გაერთიანებაზე, როგორიც არის იგივე „ლელო“, გახარია და ა.შ. ეს მათთვის უკეთესი იქნება. დაამთავრონ სპეკულაციები ბარიერთან დაკავშირებით. კეთილი ინებონ, იციან საკუთარი რეიტინგები – 1, 2, 3 პროცენტი, გაერთიანდნენ და ასე იზრუნონ ბარიერის გადალახვაზე. ეს იქნება უფრო სწორი, დანარჩენი მათი საქმეა. მგონია, რომ ზოგადად ოპოზიცია იმდენად დისკრედიტირებულია, იმდენი რამე დაუშავეს ამ ქვეყანას, საზოგადოებამ ხომ დაინახა ეს ყველაფერი, როგორ ეწეოდნენ ქვეყანაში ისეთ საქმიანობას, რომელიც პირდაპირ იყო მიმართული ამ ქვეყანაში მეორე ფრონტის გაჩაღებისკენ, უკრაინის სცენარის განვითარებისკენ და ა.შ. საზოგადოებამ ეს ყველაფერი დაინახა. აქედან გამომდინარე, არჩევნებზე ისინი მიიღებენ შესაბამის შედეგს. არავითარი გაერთიანება მათ არ უშველით“, – თქვა კობახიძემ.

