ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ტაშ-ფანდურს აწყობდნენ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლის თავზე – რა ეზეიმებათ?!” – ხვიჩია

“ტაშ-ფანდურს აწყობდნენ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლის თავზე – რა ეზეიმებათ?!” – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

“უცნაურია, როცა ბელადი ციხეში ზის და შენ ზეიმობ, გინდა „ვარდების რევოლუციის“ დღესასწაული იყოს, გინდა აღდგომა, გინდა ახალი წელის, გინდა დაბადების დღე. ჩემი აზრით, „ნაცმოძრაობაში“ ზეიმი საერთოდ შეჩერებული უნდა იყოს, სანამ მიხეილ სააკაშვილი ციხეში ზის. რა ეზეიმებათ?! ისინი ახლა შავებში ჩაცმული უნდა დადიოდნენ და გლოვობდნენ ლიდერის თავისუფლების აღკვეთას და არა ის, რომ ტაშ – ფანდურს აწყობდნენ 20 წლის თავზე თითქოს რამე საზეიმო ჰქონდეთ. მე მათ ადგილას ასე მოვიქცეოდი” – განაცხადა ხვიჩიამ.

იტვირთბა....