ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„თუ ვინმეა რუსული სტილის პოლიტიკოსი, ეს უპირველეს ყოვლისა „ლელოს“ ხელმძღვანელობაა“ – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტია „ლელოსა“ და მისი ახალი რეზოლუციის პროექტის შესახებ ისაუბრა.

„ლელოსთან“ დაკავშირებით რთულია რაიმე განცხადების გაკეთება. რუსეთი, რუსი აკერიათ პირზე და რატომღაც ჰგონიათ, რომ ეს არის პოლიტიკურად მომგებიანი ნიშა და ყოველ მეორე წინადადებაში ამაზე საუბრობენ. თუკი, ვინმე არის რუსული სტილის პოლიტიკოსი საქართველოს პოლიტიკაში – ეს უპირველეს ყოვლისა არის „ლელოს“ ხელმძღვანელობა, რომელიც თავის დროზე საბჭოთა პარტიული ნომენკლატურა იყვნენ, მოსკოვი იყო მათთვის ცენტრი, დღეს ვაშინგტონი ჰგონიათ, რომ ცენტრია. ერევათ ერთმანეთში საბჭოთა რეჟიმი და ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატია და უყურებენ სხვა დედაქალაქებს ისე, როგორც ადრე საბჭოთა ნომენკლატურის წარმომადგენლები უყურებდნენ მოსკოვს. საერთო ჯამში ეს არის კომპლექსები, რომლებიც მათ შიგნით აქვთ რუსეთთან და მოსკოვთან დაკავშირებით და ამ კომპლექსების გარკვეული პროექციაა ქართულ პოლიტიკაზე. ამიტომ არასერიოზულია ზედმეტი მოჩვენებითი პატრიოტიზმი, რომელსაც ყოფილი საბჭოთა ნომენკლატურის წარმომადგენლები ცდილობენ, რომ პატრიოტული ტალღა დაგვანახონ. ეს არის აბსოლუტური ფარისევლობა და მათ არავინ დაუჯერებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, “ლელომ“ პარლამენტს რეზოლუციის პროექტი – “საქართველოს დაცვის აქტი“ წარუდგინა. აღნიშნული რეზოლუციის პროექტი ცხრა პუნქტისაგან შედგება, რაც “ლელოს“ განმარტებით, დაუყოვნებლივ შესასრულებელია იმისთვის, რათა საქართველო რუსეთისგან და მისგან მომდინარე საფრთხეებისგან იყოს დაცული.

იტვირთბა....