ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„არასწორია, როცა ზურაბიშვილი ერევა საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენციებში, პარლამენტი მოქმედებს ხალხის ინტერესებით, ყველა დარჩეს საკუთარ კომპეტენციაში“ – პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„პარლამენტი წარმოადგენს ქართველ ხალხს და მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესებით. ის კანონმდებლობა, რომელსაც იღებს პარლამენტი, არის ქართველი ხალხის ინტერესით მიღებული. მნიშვნელოვანია, რომ ყველა საკუთარ კომპეტენციებში დარჩეს. ბოლო ცვლილებას ქალბატონმა სალომემ ხელი მოაწერა, მაგრამ როგორც ჩანს, შინაარსი ვერ გაიგო, რასთან დაკავშირებით იყო ეს ცვლილება, რომელიც ეხებოდა მოქალაქეობის არმქონე პირებს, აპარტიდებს, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან და არის გარკვეული ჯგუფი წლების განმავლობაში, რომელთაც არ აქვთ მოქალაქეობა, მათ შორის არც საქართველოსი. ისინი არიან ჩვენი მოქალაქეები, ათწლეულებია აქ არიან, მაგრამ რაღაცნაირად დარჩა ეს ჯგუფი, რომელთაც არ აქვთ მოქალაქეობა, მათთვის არის ეს გამარტივება განსაზღვრული. არ ყოფილა ამ ცვლილების მიზანი, რომ ქართველების თუ საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ არიან საქართველოს ტერიტორიაზე, მათთვის რამე პროცედურები დაედგინა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

იტვირთბა....