რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე არსებული გვირაბის პარალელურად, ახალი 1 800-მეტრიანი გვირაბი გაიჭრა.
„მნიშვნელოვანია ამ გვირაბის გაჭრა, ვინაიდან ახალ გვირაბში მოძრაობის გადართვის შემდეგ შესაბამისი სამუშაოები დაიწყება ძველ, არსებულ გვირაბში. ახალი გვირაბის საბოლოო მოსახვის სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულებულია, მოეწყობა საფარი, დასრულდება საინჟინრო და ელექტრო ქსელების მონტაჟი, რის შემდეგაც გვირაბში გაიხსნება ავტოტრანსპორტის მოძრაობა,“ – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ.