ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ევროკავშირი სანქციების პოლიტიკას ამკაცრებს – ვინ მოხვდება შავ სიაში?

ბიძინა ივანიშვილი სანქციებს უნდა ელოდოს – ექსკლუზიური ინტერვიუ ტომ კიტინგთან. ფინანსური დანაშაულის და უსაფრთხოების კვლევების ცენტრის დირექტორი, ვისაც გადაწყვეტილებების მიმღებ პირებზე დიდი გავლენა აქვს, “პირველებს” ეუბნება, რომ ევროკავშირი მომავალი წლიდან სანქციების პოლიტიკას გაამკაცრებს. შავს სიაში მოხვდებიან ის პირები, ვისაც რუს ოლიგარქებთან კონტაქტები დაუდასტურდებათ. პოლიტიკა ასეთია: ჯერ სანქცირდებიან რუსი ოლიგარქები, შემდეგ კი დასავლეთი იწყებს მათი გარემოცვის შავ სიაში შეყვანას.

ივანიშვილი საჯაროდ უკვე მხილებულია დასანქცირებულ ოლიგარქ ევტუშენკოვთან ახლო კავშირში, თუმცა არ არის გამორიცხული, მტკიცებულებების შეგროვების დროს მისი სხვა კონტაქტებიც გამოიკვეთოს. ეს კი დასავლეთისთვის წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთაც ივანიშვილს სავარაუდოდ არ ეპატიება. სანქციები კონკრეტულ პირებს და სანქციები ქვეყნებს, ვინც რუსეთისთვის უკანა კარის ფუნქციას ასრულებენ. ასეთებად კი დასავლეთში სომხეთთან და ყაზახეთთან ერთად საქართველოსაც განიხილავენ.

იტვირთბა....