ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კონგოში სტადიონზე მომხდარი ჭყლეტვის გამო 37 ადამიანი დაიღუპა

კონგოს რესპუბლიკის დედაქალაქში სტადიონზე ჭყლეტვის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, ორშაბათს ღამით ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ სტადიონზე იმყოფებოდა, როდესაც ჭყლეტვა დაიწყო. მაცხოვრებლების თქმით, ზოგიერთმა ადამიანმა სცადა ძალით გასულიყო კარებებიდან, ბევრი კი ფეხქვეშ გათელეს. მომხდარის სხვა დეტალები ჯერ ბუნდოვანია.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ცენტრალური აფრიკის არმიამ, რომელიც კონგო-ბრაზვილის სახელითაა ცნობილი, გამოაცხადა, რომ 18-დან 25 წლამდე ასაკის 1 500 ადამიანს იწვევდა: “პრემიერმინისტრის დაქვემდებარებაში შექმნილია კრიზისული განყოფილება”.

იტვირთბა....