ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორ უნდა გადაურჩეს საქართველო გარუსებას? – „ლელოს“ ინიციატივა

როგორ უნდა გადაურჩეს საქართველო გარუსებას? “ლელოს” მიერ მომზადებული ქვეყნის დაცვის აქტი უკვე ამერიკის ელჩის სამუშაო კაბინეტშიც დევს. პარტიის ლიდერებმა რობინ დანიგანს პირდაპირ უთხრეს, რომ ამ დოკუმენტზე და მასში გაწერილი პუნქტების შესრულებაზე გადის საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა. “ლელოს” ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა საქართველოს საერთაშორისო სანქციებთან შეერთებაა და ამაში ამერიკის დახმარებაც საჭიროა.

ქვეყნის დაცვის აქტი დარეგისტრირდა პარლამენტშიც, თუმცა ეს საკმარისი არ არის. დოკუმენტი რომ დამტკიცდეს “ქართული ოცნების” მხარდაჭერა აუცილებელია, რაც წინასწარ უცხადია, რომ არ იქნება. ივანიშვილის გუნდი არცერთ პრობლემას არ აღიარებს, რაც რუსეთიდან მოდის. ფინანსთა მინისტრი დღეს პირველებს უმტკიცებდა, რომ საქართველო ყველა საერთაშორისო სანქციას უკვე შეერთებულია და რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციების დაწესების აუცილებლობა არ არსებობს.

იტვირთბა....