ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“აღმაშფოთებელია საქართველოს მოქალაქის მკვლელობა რუსების მიერ… ადამიანები ვერ ახერხებენ სასაფლაოებზე გასვლას, ვერ მიდიან ეკლესიებში…” – ფოტიგა

“აღმაშფოთებელია საქართველოს მოქალაქის მკვლელობა რუსების მიერ… ადამიანები ვერ ახერხებენ სასაფლაოებზე გასვლას, ვერ მიდიან ეკლესიებში… ეს პრობლემაა”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი” საუბრობს და რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას ეხმაურება. სწორედ ფოტიგაა თამაზ გინტურის შესახებ რეზოლუციის ერთ-ერთი ინიციატორი, რომელიც ევროპარლამენტმა ხვალ უნდა განიხილოს.

“რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის პირდაპირი შედეგია” | ევროპარლამენტი კირბალში მომხდარ მკვლელობას განიხილავს
“ეს ყველაფერი დაემთხვა მინი სესიას. მოხდა საშინელი მკველელობა და მე მაშინვე მივმართე ევროპარლამენტს, რომ როგორც გადაუდებელი და სასწრაფო საკითხი შეგვეტანა დღის წესრიგში, მართლაც აღმაშფოთებელია საქართველოს მოქალაქის მკვლელობა რუსების მიერ და თანაც იმ დროს, როდესაც ევროკავშირი განიხილავდა კანდიდატის სტატუსის თემას”, – თქვა ფოტიგამ.

იტვირთბა....