ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სააკაშვილი პოლიტიკურ ტყვეობაშია და პაპუაშვილის უკანონო გადაწყვეტილებით ჩვენც გვეკრძალება მასთან კომუნიკაციის დამყარება” – ბოკუჩავა

სააკაშვილი პოლიტიკურ ტყვეობაშია და პაპუაშვილის უკანონო გადაწყვეტილებით ჩვენც გვეკრძალება მასთან კომუნიკაციის დამყარება – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

“ტყვეობაში მყოფი ქვეყნის მესამე პრეზიდენტისთვის, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი საპატიო თავმჯდომარისთვის კონტრშეთავაზებების, კონტრდოკუმენტების, კონტრაქციების და კონტრღონისძიებების გაკეთება, ვთვლი, რომ ძალიან არასწორია და მე ვირჩევ და ყოველთვის ავირჩევ იმ გზას, რომელსაც გვთავაზობს პრეზიდენტი სააკაშვილი, რადგან ვთვლი, რომ ეს არის გზა გამარჯვებამდე, ამიტომ მე ვაწერ ხელს იმ ერთობის მანიფესტს, რომელსაც სააკაშვილი გვთავაზობს და რომელზეც მასთან ერთად ვმუშაობთ.

გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი პოლიტიკურ ტყვეობაშია და პაპუაშვილის უკანონო გადაწყვეტილებით ჩვენც გვეკრძალება მასთან კომუნიკაციის დამყარება, ტექსტზე მუშაობის პროცესი მარტივი არ არის, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ ამ ტექსტზე და ყველას შეუძლია ჩაერთოს, თუ ეს არის პრობლემა. თუ ესაა მთავარი პრობლემა, “ნაციონალური მოძრაობის” ნებისმიერ წევრთან შეგვიძლია გავიაროთ სამუშაო ვერსია, რომელზეც დღესაც მე პირადად მქონდა კომუნიკაცია პრეზიდენტ სააკაშვილთან. თუ ერთობის მანიფესტზე ხელმოწერის სურვილი არსებობს, საბაბად არ გამოდგება ის, რომ პროცესში ჩართვაში გარკვეული სირთულეებია, რადგან ეს სირთულეები ჩვენთვისაც არსებობს სააკაშვილის ტყვეობიდან გამომდინარე” – აღნიშნა მან.

იტვირთბა....