ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ლურსმნისა და ქანჩის ბომბები: რა გახდა ბრიუსელში ფატალური აფეთქების მიზეზი

სურათზე იმ ადამიანის რენდგენის გამოსახულებაა, რომელიც ბრიუსელის ტერაქტის მსხვერპლია. როგორც რენდგენში ჩანს, ადამიანს სხეულში მოზრდილი ქანჩი აქვს ჩარჩენილი. აღნიშნულის შესახებ, ბელგიურ პოლიციაზე დაყრდნობით, ბრიტანული გამოცემა the sun წერს.

რენდგენი გადაღებულია ბელგიის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც აღნიშნული პაციენტი ტერაქტის შემდეგ მოათავსეს.

როგორც გამოცემა წერს,  ტერორისტების მიერ ხელნაკეთი ლურსმნებისა და ქანჩების შემცველი ბომბები იყო გამოყენებული. ასეთი ბომბები ფატალური შედეგების პროცენტულობას ძალიან ზრდის.

ფოტოზე, რომელიც ბელგიის პოლიციამ გაავრცელა გამოსახულნი არიან აფეთქებაში ეჭვმიტანილი ტერორისტები, რომლებიც სწორედ ამ ლურსმნის ბომბებს იყენებდნენ. სწორედ ამიტომ, პოლიციამ მათი ფოტო გაასაჯაროვა, რათა ადვილად დაადგინონ მათი ვინაობა. როგორც ცნობილია, ფოტოზე გამოსახული ტერორისტებიდან მარცხნიდან ორმა თავი აიფეთქა, ხოლო მესამეს კი ამ დრომდე ეძებენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრიუსელის აეროპორტში ორი ბომბი 08:00 საათზე აფეთქდა. 11 ადამიანი დაიღუპა და 81 დაშავდა აეროპორტში – ამის შესახებ ბელგიური ჯანდაცვის წარმომადგენლები ოფიციალურად აცხადებენ. კიდევ ერთი ბომბი მაელბიკის მეტროსადგურთან, დაახლოებით 09:11 საათზე აფეთქდა, რომელიც ევროკავშირის შენობებთან ახლოს მდებარეობს. ბოლო მონაცემების თანახმად, ტერორისტული აქტის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 200 კი დაშავდა. სამივე აფეთქება შეფასებულია, როგორც „ტერორისტური აქტი“. ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში კალაშნიკოვის ავტომატიც იპოვეს, აღნიშნული იარაღი თავისი გამორჩეული დიზაინითაა ცნობილი, ის გამოყენებული იყო პარიზის თავდასხმების დროს.

10391849_10153749682393110_6319533558388060627_n

იტვირთბა....