ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვფიქრობ, პრეზიდენტი თანდათან მიიღებს გადაწყვეტილებას, უფრო აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკაში” – მანჯგალაძე

ვფიქრობ, პრეზიდენტი თანდათან მიიღებს გადაწყვეტილებას, უფრო აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკაში – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

“მაქვს მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს პოლიტიკის ინტერესი და ეს ძალიან კარგია, ცუდი არ არის. ველოდები სალომე ზურაბიშვილის უფრო მკვეთრ ნაბიჯებს პოლიტიკაში უფრო აქტიური ჩართვისთვის. ის რა სიმბოლური ფუნქციებიც აქვს, თან ვადაც ეწურება, თან დროც გადის, თან ერთგვარი შეზღუდვებიც აქვს და ვფიქრობ, პრეზიდენტი თანდათან მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ უფრო აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკაში. არ გამოვრიცხავ, ის ვიხილოთ რომელიმე ოპოზიციური პარტიის სიაშიც კი.
მე არ ვარ ანალიტიკოსი, მაგრამ როცა ვარ პოლიტიკაში, იძულებული ვარ, დავფიქრდე სავარაუდო სცენარებზე და ერთ-ერთ სავარაუდო სცენარად განვიხილავ ნამდვილად სალომე ზურაბიშვილს აქტიურ პოლიტიკაში. თუ ვისთან ერთად, ამაზე პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ, მაგრამ არსებობს ძალები, სადაც სალომე ზურაბიშვილიც მივა და ის ძალებიც სიამოვნებით მიიღებენ“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

იტვირთბა....