ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენი მხრიდან რადიკალური ოპოზიციისთვის თანამშრომლობის შეთავაზება მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს” – მაჭარაშვილი

ჩვენი მხრიდან რადიკალური ოპოზიციისთვის თანამშრომლობის შეთავაზება მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს – აღნიშნულის შესახებ პარტია “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

“ჩვენი მხრიდან რადიკალური ოპოზიციისთვის თანამშრომლობის შეთავაზება მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს. ამას რამდენად შეიგნებენ და ქართულ საზოგადოებას დაუჯერებენ, ეს მათი საქმეა, თუმცა ჩვენ მათგან ამის ცუდი გამოცდილება გვაქვს. რადიკალურ ოპოზიციას საკუთარი რადიკალური დღის წესრიგი აქვს და ამ პოლიტიკით ნულდებიან, თუმცა გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ“ – აღნიშნა მან.

იტვირთბა....