ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გორის მერის ვიზიტი მოსკოვში – ლადო ხინჩეგაშვილი კითხვებს გაურბის

ოკუპაციასთან “ოცნების” ხელისუფლების შემრიგებლური პოლიტიკის პირობებში კრემლი საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას განაგრძობს. შიდა ქართლის შუა გულში, ცენტრალური მაგისტრალიდან რამდენიმე ასეულ მეტრში საოკუპაციო ძალები სამხედრო ინფრასტრუქტურას ანახლებენ და სანგრებს თხრიან. ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები რეაგირების ნაცვლად ისევ მოღალატეობრივ დუმლს ირჩევენ, ზოგიერთი კი ოკუპანტ სახელმწიფოში წვეულებებზე დასწრებასაც არ ერიდება.

ასეთია გორის მერი ლადო ხიჩეგაშვილი. მაშინ როდესაც საქართველო რუსი ჯარისკაცების მიერ სასტიკად მოკლულ თამაზ გინტურს ემშვიდოებებოდა, ხენჩიგაშვილი ოკუპანტ სახელმწიფოში ვეტერანი სპორტსმენის, ანატოლი ავაზნელის იუბილეზე დასასწრებად გაემგზავრა. ხინჩეგაშვილს დღეს არ სურს ვიზიტის დეტალებზე საუბარი, ისევე როგორც საგანგებოდ გაფრთხილებულ მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს. სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია კი რეაგირებას და მერის გადადგომას მოითხოვს.

იტვირთბა....