ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

20 ივნისამდე ვინც ევროპაში გამგზავრებას გეგმავს: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გაფრთხილება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საგაერო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე მოქალაქეებს ევროპაში მოგზაურობის მოსალოდნელი  რისკების შესახებ აცნობებს. დეპარტამენტის განცხადებით, სასურველია აშშ-ს მოქალაქეებმა თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებზე ყოფნისგან.

“ტერორისტები გეგმავენ  მომავალში ევროპის ტერიტორიაზე თავდასხმებს, მათი სამიზნე შესაძლოა, სპორტული ღონისძიებები, ტურისტული ადგილები, რესტორნები და ტრანსპორტი იყოს. ევროპაში მოგზაურობაზე გაფრთხილება 2016 წლის 20 ივნისამდე შენარჩუნდება”, – წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ბრიუსელში გუშინ მომხდარი ტერაქტების შედეგად დაიღუპა 34 ადამიანი, ხოლო 200-ზე მეტი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

პარალელურად, ბელგიის დედაქალაქში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ, შსს-მ გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები ქვეყნის საზღვრებსა და აეროპორტებში, ასევე, სტრატეგიული მნიშვნელობის ყველა ობიექტზე. საქართველოში საპატრულო პოლიცია მოსახლეობის ინტენსიური გადაადგილებისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ადგილებს მაქსიმალურად გააკონტროლებს.

იტვირთბა....