ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

2024 წელს ამოქმედდება მობილური აპლიკაცია, ე.წ. ციფრული იუსტიციის სახლი – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ უწყებაში დაგეგმილ ინოვაციაზე ისაუბრა.

„2024 წელს ამოქმედდება მობილური აპლიკაცია, ე.წ. ციფრული იუსტიციის სახლი და ამის მეშვეობით შესაძლებელი იქნება თქვენივე მობილური ტელეფონებით მიიღოთ ყველა მომსახურება. ეს ასევე გათვლილია ჩვენს დიასპორაზე, რომელსაც საკმაოდ გრძელი მანძილის გავლა უწევთ, იმისთვის რომ მივიდნენ საელჩომდე ან საკონსულომდე და იქ მიღონ იუსტიციის სახლის მომსახურება“, – განაცხადა ბრეგაძემ.

იტვირთბა....