ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოშიმშილე მძღოლების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციასთან მოშიმშილე მძღოლების ჯანმრთელობის მდომარეობა გაუარესდა, – იუწყება „თაიმერის“კორესპოდენტი შემთხვევის ადგილიდან. მისივე ინფორმაციით, გამოძახებული იყი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა. ექიმებმა მოშიმშილე მძღოლებს შიმშილობის შეწყვეტა ურჩიეს, რაზეც აქციის მონაწილეებმა კატეგორიული უარი განაცხადეს.
ასევე, „თაიმერისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ავტობუსისა და მიკროავტობუსის რამდენიმე მძღოლი ქუთაისში გაემგზავრა, სადაც საპროტესტო აქციას გამართავენ და ზუგდიდის სატრანსპორტო ბაზრიდან კომპანია „მეტრო პლუსის“ გაყვანას მოითხოვენ.

წყარო და ფოტო: timer.ge

იტვირთბა....