ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სიახლე: საავადმყოფოში ბომბს ეძებენ

ბრიუსელის პოლიცია ადგილობრივ საავადმყოფო სან-პიერში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, მათ მიიღეს შეტყობინება, იმის შესახებ, რომ აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში ასაფეთქებელი მოწყობილებაა – ამის შესახებ ბელგიის სააგენტო იტყობინება.

ამ დროისთვის შენობიდან ადამიანების ევაკუაცია არ მომხდარა – წერს lifenews.ru.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბრიუსელის აეროპორტში ორი ბომბი დღეს დილით, 08:00 საათზე აფეთქდა. 11 ადამიანი დაიღუპა და 81 დაშავდა აეროპორტში – ამის შესახებ ბელგიური ჯანდაცვის წარმომადგენლები ოფიციალურად აცხადებენ. კიდევ ერთი ბომბი მაელბიკის მეტროსადგურთან, დაახლოებით 09:11 საათზე აფეთქდა, რომელიც ევროკავშირის შენობებთან ახლოს მდებარეობს. როგორც მეტროს ოპერატორები აცხადებენ, აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 55  – დაშავდა. სამივე აფეთქება შეფასებულია, როგორც „ტერორისტური აქტი“. ბელგიის ანტი-ტერორისტული პოლიცია ბრიუსელში სახლების ჩხრეკას აწარმოებს, ამის შესახებ ბელგიური სახელმწიფო მაუწყებელი RTBF იტყობინება. ცოტა ხნის წინ, კი ამავე მაუწყებელმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში კალაშნიკოვის ავტომატი იპოვეს. როგორც ის იუწყება, აღნიშნული იარაღი თავისი გამორჩეული დიზაინითაა ცნობილი, ის გამოყენებული იყო პარიზის თავდასხმების დროს.

იტვირთბა....