ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბოლო მონაცემები: ბრიუსელში მომხდარი დღევანდელი აფეთქებების შედეგები

ბრიტანული ტელეკომპანია BBC ბრიუსელში მომხდარი აფეთქებების შესახებ ამ დროისთვის ცნობილ ბოლო ინფორმაციას ქრონოლოგიურად აქვეყნებს.

. ბრიუსელის აეროპორტში ორი ბომბი დღეს დილით, 08:00 საათზე აფეთქდა

. 11 ადამიანი დაიღუპა და 81 დაშავდა აეროპორტში – ამის შესახებ ბელგიური ჯანდაცვის წარმომადგენლები ოფიციალურად აცხადებენ.

. კიდევ ერთი ბომბი მაელბიკის მეტროსადგურთან, დაახლოებით 09:11 საათზე აფეთქდა, რომელიც ევროკავშირის შენობებთან ახლოს მდებარეობს.

. როგორც მეტროს ოპერატორები აცხადებენ, აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 55  – დაშავდა.

. სამივე აფეთქება შეფასებულია, როგორც „ტერორისტური აქტი“. აეროპორტზე თავდასხმაში კი დაადანაშაულეს თვითმკვლელი ტერორისტი.

. ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ჩარლს მიშელმა აღნიშნულ თავდასხმებს თავისი ქვეყნის „შავი მომენტი“ უწოდა.

. ბრიუსელში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება შეწყდა და უსაფრთოხების ზომები გაძლიერდა პარიზში, ლონდონში, ნიუ-იორკში და მის ფარგლებს გარეთ.

. ბელგიის ანტი-ტერორისტული პოლიცია ბრიუსელში სახლების ჩხრეკას აწარმოებს, ამის შესახებ ბელგიური სახელმწიფო მაუწყებელი RTBF იტყობინება.

ცოტა ხნის წინ, კი ამავე მაუწყებელმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში კალაშნიკოვის ავტომატი იპოვეს. როგორც ის იუწყება, აღნიშნული იარაღი თავისი გამორჩეული დიზაინითაა ცნობილი, ის გამოყენებული იყო პარიზის თავდასხმების დროს.

იტვირთბა....