ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში „მეგობრებს“ პოსტს უძღვნის, სადაც აღნიშნავს, რომ მათი ნაწილი გრიგოლიას შესახებ უარყოფითი ინფორმაციის შეგროვება-გავრცელებით არის დაკავებული:
“სრულიად გულწრფელად მაინტერესებს, ჩემი მეგობრები რომ გქვიათ, თუნდაც ფბ სივრცეში და რამდენი ტვინგამოლაყებული რაიმე ჭორს, საზიზღრობას და სიგიჟეს რომ დაწერს, ან იტყვის ჩემზე და ერთ წამში რომ მიკოპირებთ და ინბოქსში მიყრით, ეს კარგი ტონია და კარგი მეგობრობა გგონიათ???)))))))) ნერვები მაქვს ძალიან მყარი, რეაქცია ბოროტებსა და ავადმყოფებზე დიდი ხანია მაქვს ნული, იმუნიტეტი მუქარასა და ჭორებზე მაქვს ძალიან მყარი, მაგრამ მაკვირვებს ზოგიერთი ჩემი “ფრენდის” ასეთი მონდომება, დილიდან საღამომდე მხოლოდ ცუდი ამბები მიყარონ ინბოქსში…. მე მაგრად მკიდია ფეხებზე,
ვინ რას ამბობს და წერს ჩემზე, მაგრამ თქვენ რა გრჯით, დილაადრიან რომ ჩემზე ჭორ-მართალ ამბებს აგროვებთ და მერე მე მამცნობთ???? მეტი საქმე არ გაქვთ, ჩემით რომ არ იყოთ მარტო დაკავებულები???? საკუთარი საქმით და ცხოვრებით დაკავდით, მეგობრებო და მერე მართლა აღარ დაგაინტერესებთ სხვისი ცხოვრება)))))) ესაა ჩემი უფასო რჩევა თქვენთვის”, – წერს გრიგოლია.