საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში მომხდარ ტერაქტს ეხმაურება. ოდესის ოლქის გუბერნატორის თქმით, მისი მეუღლე და შვილი ბელგიაში იმყოფებოდნენ და აფეთქებამდე ცოტახნით ადრე დატოვეს აეროპორტი.
“ჩემი ცოლ-შვილი ბრიუსელის აეროპორტიდან აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე გამოფრინდა. ისინი ზუსტად იმ ტერმინალში იმყოფებოდნენ. როდესაც ტერაქტის შესახებ წავიკითხე, უკვე ვიცოდი, რომ ისინი ჩამოვიდნენ. თუმცა, მაშინვე ვიფიქრე იმ გარდაცვლილების ახლობლებზე, რომელთაც ვერ მოასწრეს გამოფრენა. ეს საშინელი ტრაგედიაა და როგორც ჩანს, სამწუხაროდ კიდევ განმეორდება მსგავსი ფაქტები. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ფაქტების მიზეზი ხშირად ხდება ბიუროკრატია, მნიშვნელოვანი, მკაცრი გადაწყვეტილებების ვერ მიღება.” – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, დღეს ბრიუსელში მომხდარ სამ აფეთქებას ბოლო მონაცემებით 23 ადამიანი ემსხვერპლა.
იტვირთბა....

