გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში 23 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ახალგაზრდა იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც ის სტადიონზე ვარჯიშობდა. გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
როგორც თვითმხილველმა „მეტრონომს“ განუცხადა, ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ოჯახი ელის ექსპერტიზას. 23 წლის ბიჭი პოლიციის აკადემიის წევრი იყო და წვრთნების გასავლელად ვარჯიშობდა, როცა მოულოდნელად დაეცა სტადიონზე. სასწრაფოს ექიმებმა ოპერატიული რეაგირება მოახდინეს და გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 23 წლის ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება 115- მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.