ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სარფის საბაჟოდან თურქეთში 34 800 კილოგრამი მანდარინი გააბრუნეს

სარფის საბაჟოდან თურქეთში 34 800 კილოგრამი მანდარინი გააბრუნეს – ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

“საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს უფლებამოსილი პირების მიერ, სურსათის უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, 34 800 კილოგრამ მანდარინში პესტიციდების შემცველობა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დაშვებულ ნორმას აღემატებოდა.

საქართველოს მთავრობის 2023 წლის 13 აპრილის N153 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....