ახალი ამბები მთავარი სამართალი

“საზღვარგარეთ მყოფი ბრალდებული „ლილო მოლის“ ბაზრობაზე მოვაჭრეებს თანხას სძალავდა, ერთ-ერთი მოვაჭრის მხრიდან უარის მიღების გამო, მისი მკვლელობა შეუკვეთა” – პროკურატურა

“ლილო მოლის” ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა, მათ შორის ერთ პირს შეკვეთილი მკვლელობისთვის და მეორეს მკვლელობაში დახმარებისთვის. რაც შეეხება მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს, ბრალი შეკვეთით განზრახ მკვლელობისთვის დაუმძიმდა – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცლებს.

“საქართველოს პროკურატურამ “ლილო მოლის“ ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ორ პირს ბრალდება წაუყენა, მათ შორის ერთ პირს შეკვეთილი მკვლელობისთვის და მეორეს მკვლელობაში დახმარებისთვის. რაც შეეხება მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს, ბრალი შეკვეთით განზრახ მკვლელობისთვის დაუმძიმდა.
➡️შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფმა ბრალდებულმა, რომელიც ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების სახელით „ლილო მოლის“ ბაზრობაზე მოვაჭრეებს თანხას სძალავდა, ერთ-ერთი მოვაჭრის მხრიდან უარის მიღების გამო, მისი მკვლელობა შეუკვეთა. ბრალდებულმა საქართველოში მყოფი მეგობრის დახმარებით, მკვლელობის ჩადენისთვის წინასწარ შერჩეულ პირს ცეცხლსასროლი იარაღი და თანხა გადასცა.
➡️2023 წლის 3 აგვისტოს თბილისში, შპს ,,ლილო მოლის“ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მკვლელმა დაზარალებულს თავის არეში ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული 17 აგვისტოს გარდაიცვალა.
▪️ ბრალდებულებისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....