ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტს საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით, მთავრობისთვის არ მიუმართავს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა.

მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტს საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით, მთავრობისთვის არ მიუმართავს.

ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას გუშინ განაცხადა, რომ 9 ნოემბერს მიემგზავრება პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი და რომელსაც პრემიერი დაესწრება.

იტვირთბა....