ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ღარიბაშვილთან ერთად ჩაის ჩუმად დალევთ თუ საჯაროდ, არაფერს ნიშნავს, შეიწყალეთ სააკაშვილი“ – ვაშაძე პრეზიდენტს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ენმ-ს წევრ თინა ბოკუჩავასთან ერთად, პარლამენტში საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა.

მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდა.

„იაროს რამდენიც უნდა, ჩვენ მაინც არ მივცემთ ხმას მის იმპიჩმენტს. ნუ ეშინია. ნუ გეშინიათ, ქალბატონო სალომე, იარეთ, ჩვენ არ შეგიშლით ამაში ხელს. თუ ასე პირველი ნაბიჯის გადადგმა უნდა პრეზიდენტს, შეიწყალეთ სააკაშვილი. ქალბატონო სალომე, როდესაც, ბოლო ვიზიტის დროს საფრანგეთში იყავით, თქვენ ეს საკითხი პრეზიდენტმა მაკრონმა დაგიყენათ, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხი. გაადგით ნამდვილი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ, შეიწყალეთ, მე ვფიქრობ, კიდევ ერთი საქმე იქნება. ღარიბაშვილთან ერთად ჩაის დალევთ თუ არა ჩუმად თუ საჯაროდ, ეს დამერწმუნეთ არაფერს არ ნიშნავს”, – თქვა ვაშაძემ.

იტვირთბა....