[su_quote] რეკომენდაცია არის ძალიან კარგი და, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით ევროპული საბჭოს შეფასებას, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და საქართველოს დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ. მართალია, ევროკომისია ამბობს, რომ საქართველოს კიდევ აქვს სამუშაო ჩასატარებელი, თუმცა მკაფიოდ არის მოხსენებაში აღნიშნული, რომ საქართველომ დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი და მე ძალიან ბედნიერი ვარ. მე ვიცი, რომ ქართული ოცნების თქმით, ეს ყველაფერი მხოლოდ მათი დამსახურებაა, მაგრამ მე ამას არ ვეთანხმები. დიახ, მთავრობამ ნამდვილად გადადგა გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებით, მაგრამ მათ ასევე ჰქონდათ ბევრი შეცდომა და არასწორი ქმედებები, რომელთა გამოც ევროკომისია ეჭვობდა, მიეცა თუ არა დადებითი რეკომენდაცია საქართველოსთვის. ამიტომ, მოხსენებაში გაკეთებული აქცენტი ქართველ ხალხზე არის ბუნებრივი, იმიტომ რომ ქართველი ხალხი ნამდვილად პროევროპულია და მათ ეს დაიმსახურეს. [/su_quote]
– აღნიშნა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ.
შეგახსენებთ, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია.