ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„ისრაელის მიერ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობამ შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში ფართო ომი გამოიწვიოს“ – „ჰეზბოლას“ ლიდერი

„ჰეზბოლას“ ლიდერმა, ნაიმ ქასემმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობამ შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართო ომი გამოიწვიოს.

„საშიშროება რეალურია, რადგან ისრაელი აძლიერებს აგრესიას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და კლავს უფრო მეტ ქალსა და ბავშვს. შესაძლებელია თუ არა ეს გაგრძელდეს და გაიზარდოს რეგიონისთვის რეალური საფრთხის გარეშე? ვფიქრობ, არა“, – თქვა ქასემმა.

იტვირთბა....