ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დღეს ევროპამ გვითხრა, რუსეთთან არ დაგთმობთო” – ხოშტარია

“დღეს ევროპამ გვითხრა, ჩვენ თქვენ არ დაგთმობთ რუსეთთანო” – ასე აფასებს “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას და ამბობს, რომ მიღებულ შანსს საქართველო სრული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს.

ხოშტარია მიიჩნევს, რომ მიუხედავად საპროტესტო აქციებზე სრულფასოვნად მიუღებელი შედეგისა, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

ეს ისტორიული შანსი არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რადგან ჩვენ დღეს ვნახეთ, რომ ევროპამ გვითხრა, ჩვენ თქვენ არ დაგთმობთ რუსეთთან, ხალხი, რომელიც იბრძვის საკუთარი ევროპული მომავლისთვის, მიიღებს ევროპის მხარდაჭერას. დღეს პრეზიდენტის ღონისძიებაზე, ელჩების სიტყვებში, თავად ბრიუსელიდან გაკეთებული განცხადებებით, რომ ქართველი ხალხის ძალისხმევამ შედეგი მოგვცა. ეს არის გარკვეული სიგნალი, რომ აქტიურობას, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. შეიძლება, ყოველ აქციაზე, პროტესტზე ვერ ვაღწევდეთ სრულფასოვნად იმ შედეგს, რაც გვინდა, რადგან ჯერ კიდევ რუსული ხელისუფლება გვყავს, მაგრამ ამას აუცილებლად მოაქვს შედეგი, რომელშიც მხარს ევროკავშირი გვიჭერს – აღნიშნა ხოშტარიამ.

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია – ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. გადაწყვეტილება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა.

იტვირთბა....