ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დღევანდელი რეჟიმის პირობებში, კანდიდატის სტატუსის მიცემა არაფერს ცვლის” – ბოკერია

“დღევანდელი რეჟიმის პირობებში მიიღო სახელმწიფომ კანდიდატის სტატუსი და ნორმალური მთავრობის პირობებში რა პრობლემა იქნება კანდიდატის სტატუსის მიღება” – განცხადება ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ “საჯარო პოლიტიკაში” საუბრის დროს გააკეთა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ დღევანდელი რეჟიმის პირობებში, კანდიდატის სტატუსის მიცემა არაფერს ცვლის, რადგან სანამ ქვეყნის ხელისუფლებაში “პუტინისტური სულისკვეთების” მქონე პირები არიან, საქართველო ევროპას ვერ დაუახლოვდება.

დღევანდელი რეჟიმის პირობებში, კანდიდატის სტატუსის მიცემა არ ცვლის არაფერს. ჩვენ ამოცანად რჩება ერთი, პროდასავლური, პროქართული, კომპეტენტური მთავრობის მოყვანა, რომელიც რეალურად წაგვიყვანს დასავლეთში, ჩვენ ბუნებრივ წიაღში დაბრუნებისკენ. სანამ გვყავს რეჟიმი, რომელიც პუტინისტური სულისკვეთების არის, ჩვენ ვშორდებით, კი არ ვუახლოვდებით ევროპას. დღევანდელი რეჟიმის პირობებში მიიღო სახელმწიფომ კანდიდატის სტატუსი და ნორმალური მთავრობის პირობებში რა პრობლემა იქნება კანდიდატის სტატუსის მიღება – აღნიშნა ბოკერიამ.

იტვირთბა....