2016 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო ვალმა 13.6 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 43%-ია. “ფორბსის” ინფორმაციით, 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 35.6%, ხოლო 2012 წლის ბოლოს 32.6 % იყო.
სახელმწიფო ვალი საგარეო და საშინაო ვალისგან შედგება. საგარეო ვალი მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალს მოიცავს, საშინაო კი სახაზინო და სხვა სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს (სახელმწიფო ობლიგაციები ღია ბაზრის ოპერაციებისთვის, სახელმწიფო ობლიგაცია სებ-ისთვის). სახელმწიფო ვალის სიდიდის განსაზღვრისთვის შემდეგი ინდიკატორები გამოიყენება: ვალის ბიუჯეტის შემოსავლებთან, ექსპორტთან და მშპ-სთან პროცენტული თანაფარდობა.