ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი, ასევე არის სისხლის კვალი – გინტურის ავტომობილს ექსპერტიზა უტარდება

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვალერი თელია ამბობს, რომ რუსი საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალთან მოკლული თამაზ გინტურის ავტომანქანა ქართველ სამართალდამცავებს გადმოეცათ და ახლა ექსპერტიზაზე იმყოფება.

ვალერი თელიას თქმით, მანქანას რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი და სისხლის კვალიც არსებობს.

მიღწეულ იქნა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ავტომანქანა გადმოგვეცეს შესაბამისი ექსპერტიზისთვის. ჩვენს მიერ გადმოყვანილ იქნა აღნიშნული ავტომანქანა და ამჟამად უტარდება ექსპერტიზა. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მანქანას რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი, სისხლის კვალიც არის ავტომობილში. გამოძიება მუშაობს ძალიან ბევრ ვერსიაზე – აღნიშნა თელიამ.

თამაზ გინტური ოკუპანტებმა ომიდან 13 წლის შემდეგ კირბალის ლომისას სალოცავთან, საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. ირკვევა, რომ საქართველოს მოქალაქეს მკვლელობაში ცხრა რუსი ოკუპანტი მონაწილეობდა.

ოკუპანტების სამიზნე გახდა ლევან დოთიაშვილიც, საქართველოს მოქალაქე ამ დრომდე გატაცებულია. ოჯახი დახმარებას ითხოვს, მათთვის უცნობია, როგორია გატაცებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

იტვირთბა....