ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია.
ამ გადაწყვეტილებას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი გამოეხმაურა.
„ჩვენ, საქართველოს მეგობრები ევროპარლამენტში, ვულოცავთ ქართველ ხალხს კომისიის ისტორიულ რეკომენდაციას, მიენიჭოს ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ეს მიღწევა ქართველი ხალხის დამსახურებაა“, – აღნიშნა მან.