ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უნდა დავეხმაროთ საქართველოს, იპოვოს დამნაშავე – ვარჰეი თამაზ გინტურის მკვლელობაზე

ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი კირბალში რუსი ოკუპანტის მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას გამოეხმაურა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რა თქმა უნდა, საგანგაშო ამბავია, რომ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს, მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს. ვფიქრობ, უნდა დავეხმაროთ საქართველოს, იპოვოს დამნაშავე. ჩვენ სრულად ვუცხადებთ სოლიდარობას ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას”, – განაცხადა ვარჰეიმ.

იტვირთბა....