ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„მიხარია ქართველ ხალხთან ერთად, ვაგრძელებ ჩემი როლის შესრულებას“ – ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია.

აღნიშნულს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

„მიხარია ქართველ ხალხთან ერთად და მივესალმები ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. როგორც პრეზიდენტი, მე გავაგრძელებ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ჩემი როლის შესრულებას, როგორც პროევროპელი ლიდერი, რათა ხელი შევუწყო და გავაგრძელო ჯერ კიდევ საჭირო რეფორმები,“ – წერს X-ზე ზურაბიშვილი.

იტვირთბა....