ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მინდა მივულოცო ქართველ ხალს და მივუსამძიმრო “ქართულ ოცნებას” – ბადრი ჯაფარიძე ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია.

ამასთანა დაკავშირებით, პარტია „ლელომ“ საგანგებო ბრიფინგი გამართა.

„მინდა მივულოცო ქართველ ხალხს ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ევროკავშირი არის საქართველოს ერთგული მეგობარი.

ამავდროულად მინდა მივუსამძიმრო “ქართულ ოცნებას”. ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად მათი ყველა მცდელობისა, მათ მიერ განხორციელებული საბოტაჟისა, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ შეასრულეს რეკომენდაციების დიდი ნაწილი, ევროკომისიამ მაინც მიიღო დადებითი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ქართველმა ხალხმა მიიღო დამსახურებულად ეს გადაწყვეტილება ევროკომისიის მხრიდან“, – განაცხადა „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.

იტვირთბა....