ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაცია გასცა.
„ათი წლის წინ დაიწყო პროტესტი მაიდანზე, ადამიანები დაიხოცნენ, ცეცხლი გაუხსნეს, რადგანაც მათ ხელში ეჭირათ ევროკავშირის დროშა და ათი წლის შემდგომ ისტორიული დღე გახლავთ, რადგანაც კომისია რეკომენდაციას გასცემს, რომ საბჭომ დაიწყოს ევროკავშირის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში. ასევე, საუბარი გახლდათ ბოსნია-ჰერცოგოვინაზე. როგორც კი დაკმაყოფილდება წევრობის კრიტერიუმები, დაიწყება შემდგომი ნაბიჯების გადადგმა“, – თქვა ლაიენმა.