კულინარია

ბადრიჯნის ბეფსტროგანოვი: უნიკალური და გემრიელი სამარხვო კერძის რეცეპტი

ბადრიჯანი გათალეთ და დაჭერით კუბიკებად. მოაყარეთ მარილი, გააჩერეთ 30 წუთი, გაწურეთ და შეწვით ზეთში. ამოიღეთ შემწვარი ბადრიჯანი. დაჭერით ხახვი და მოშუშეთ. მოშუშული ბადრიჯანი და ხახვი შეურიეთ ერთმანეთს. როცა გაცივდება, მოასხით ნივრით შეზავებული სამარხვო მაიონეზი. შეაზავეთ მარილით, აურიეთ კარგად და შედგით მაცივარში.

მასალა:

ბადრიჯანი  – 2 კგ.

ხახვი – 4 თავი

ნიორი – 3-4 კბილი

სამარხვო მაიონეზი – 200 გ.

ზეთი – 100-150 გ.

მარილი – გემოვნებით

 

 

 

იტვირთბა....